საქართველოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ცხოვრების სტანდარტი უკეთესია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის გამოკლებით – The Economist

3
spot_img

ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა გაეროს მიერ ადამიანის განვითარების ინდექსზე დაყრდნობით ცხოვრების სტანდარტის რეიტინგი შეადგინა, რომლის თანახმადაც, საქართველო ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს.

საქართველო 0,844 ქულით რეიტინგში 57-ე ადგილზეა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელს შეადგენს. სასწავლო დაწესებულებებში სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელს. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 20 ათას დოლარს აღემატება.

სომხეთი რეიტინგში 69-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი – 81-ე, რუსეთი – 64-ე, უკრაინა – 87-ე, მოლდოვა – 86-ე, ყაზახეთი – მე-60, უზბეკეთი – 107-ე, ტაჯიკეთი – 128-ე, თურქმენეთი – 95-ე და ყირგიზეთი – 117-ე.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რეიტინგში ლატვია 41-ე ადგილზეა, ლიეტუვა – 39-ე, ესტონეთი – 36-ე.

The Economist-ის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტი ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაშია. ცხოვრების ყველაზე ცუდი სტანდარტი კი სამხრეთ სუდანშია. აფრიკის ეს ქვეყანა რეიტინგში ბოლო, 193-ე ადგილზეა.