პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, კახა ბექაურმა კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ქვეყანაში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
„მისი განცხადებით, გასულ წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ბოლო 5 წლის მონაცემებით კი, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიურმა საშუალო ზრდამ 2.1%. ბექაურმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ია.
თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, გასულ წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი – რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი იყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.