საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 23%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთში 176 319.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145 844.5 ათასი დოლარის. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზრდა 20.9%-ია.საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა – 138 189.2 ათასი დოლარი;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 11 685.2 ათასი დოლარი;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 9 237.7 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5 292.2 ათასი დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 3 353.6 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ჩინეთიდან 869 463.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 709 570.7 ათასი დოლარის. ზრდა 22,5%-ია. ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კონდიციონერებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 34 465.0 ათასი დოლარი;
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 31 508.5 ათასი დოლარი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 27 212.8 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 27 029.3 ათასი დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები – 21 142.9 ათასი დოლარი;