საქართველოს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

46
spot_img

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი იმყოფება. საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.