![Screenshot_2](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/screenshot_2-6-1068x802.jpg)
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაში New York Travel and Adventure Show მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის 10-მდე წარმომადგენელი წარდგა.
გამოფენას დაესწრო ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსული მაკა ბართაია.
New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა წამყვან ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.
New York Travel and Adventure Show-ს 25 ათასამდე სტუმარი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში, ნიუ-იორკში, სამოგზაურო მედია კონფერენციაზე International Media Marketpalace (Tracel Media Conference)წარდგა.
International Media Marketpalace-ის მონაწილეები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. კონფერენციაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაური ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები იყვნენ გაერთიანებულები. ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.