საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დღეს გაიმართება

32
spot_img

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.

საქართველო – ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.