შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად შესარჩევ მატჩებს E ჯგუფში გამართავს.
მისი მეტოქეები თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები იქნებიან. კიდევ ერთი მეტოქე ერთა ლიგის ტურნირის ფარგლებში ესპანეთისა და ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული იქნება.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირზე ასპარეზობას 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. თუ „ჯვაროსნები“ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი გარანტირებულად ექნებათ. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ფლეი-ოფის თამაში მოუწევს.
2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.