“საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 53.5 პროცენტით არის გაზრდილი” – საქსტატი

125
spot_img

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 42.2 ათასი მგზავრია გადაყვანილი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთ ბრუნვის მოცულობა 65.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა 36.2 პროცენტით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის I კვარტალში მიიღო 511.0 ათასი მგზავრი (48.0 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 537.3 ათასი მგზავრი (51.8 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით).

2023 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უდიდესი წილი, კერძოდ, 97.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის I კვარტალში 4.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 37.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.1 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.