საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯასაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.ვრდებული შეიწყალა