საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა.
სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.