საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, 5-6 ივნისს საქართველოს სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
„მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს,“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.