საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია , – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იუროვას თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ, ხოლო არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ამასთან
“საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია. საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ და მოქალაქეებთან პოზიტიურად ჩაერთონ. არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს”, – დასძინა მან.
იუროვას თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში ყველა განვითარების მონიტორინგს. იუროვამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრინციპებთან თანხვედრის აუცილებლობას.
„ევროპულ გზაზე ნამდვილი პროგრესი დამოკიდებულია დემოკრატიულ და მდგრად რეფორმებზე, რომლებიც თანხვედრაშია ევროპული ინტეგრაციის საკვანძო პრინციპებთან. პოლიტიკური მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაცვა ასევე ცენტრალურია [ევროკავშირის] გაფართოების პროცესისთვის.
ევროკავშირის კარი ღია რჩება და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმებიც ყველა ძალისხმევაში, მაგრამ ნათლად დავგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სასარგებლოდაა”, – განაცხადა იუროვამ.