“საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას აქვს რესურსი, თავად მიხედოს თავის პრობლემას, თუკი ასეთი გააჩნია”

21
spot_img

უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ვეტინგს საქართველო არ იმსახურებს და არც ის სტრუქტურა იმსახურებს, რასაც სასამართლო და მართლმსაჯულება ჰქვია, არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების შემლახველ წინადადებასაც კი, ეს არ უნდა განხორციელდეს თუ ქვეყანას გააჩნია თავმოყვარეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ყველა საერთაშორისო დონეზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იმ რეიტინგით ფასდება, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას.

„ის ცხრა მოსამართლე არ არის შეყვანილი იმ სიაში, რომელზეც გადაწყვიტეს, რომ ეს „ვეტინგი“ არის აუცილებელი და საჭირო. თავისი კოლეგების მიმართ არიან უსამართლონი, მაგრამ რეალურად ეს უსამართლობა განაპირობა არა პროფესიონალურმა მოთხოვნილებამ, არამედ პოლიტიკურმა კონიუქტურამ და მათმა პოლიტიკურმა პოზიციამ, გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომამ, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. რეალურად, ის 57 თუ 58 მოსამართლე, ვის „ვეტინგსაც“ ითხოვენ, არ შეიძლება იყოს დემონიზებული. კონკრეტულად რომელი საქმეები განსაჯეს არასწორად, ის თქვან. რატომ არის ამ მოსამართლეების მონაწილეობით საქართველოს მართლმსაჯულება შეფასებული უმაღლეს დონეზე, ამის ანალიზიც გააკეთონ და ყველა მივხვდებით, რომ არის კონიუქტურული პოლიტიკური ვითარება,მოთხოვნა და ეს ცხრა მოსამართლეც თავის პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, პოლიტიკურ სისტემას მით უმეტეს, აქვს ის რესურსი, რომ თავად მიხედოს თავის პრობლემას თუ ასეთი გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.