საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება – ხატია დეკანოიძე

58
spot_img

ნებისმიერი აქცია, მანიფესტაცია, ადამიანების უფლებების დაცვის კონტექსტში პოლიციის მხრიდან არაძალადობრივი უნდა იყოს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება. ეს არის რეალური მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეხება ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა გივი თარგამაძის იმ განცხადებას, სადაც თარგამაძე აცხადებს: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

დეკანოიძის თქმით, მრავლად იყო არაძალადობრივი აქციები, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ და პოლიცია მაინც იყენებდა ძალას.

„ძალალდობრივი ცალკეული, ლოკალური შემთხვევა როცა არის, მე, როგორც პროფესიონალს, შემიძლია გიპასუხოთ, ამ ლოკალური შემთხვევის ლოკალიზება შეუძლია პოლიციას და არა – განზოგადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დკანოიძე ამბობს, რომ „ყველაზე რადიკალური ახლა არის „ოცნება“, რომელიც ასე დაჟინებით მიათრევს ქვეყანას რუსეთისკენ“.

„რადიკალიზმი, რომელიც რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისგან რადიკალურად დაპირისპირებული პოზიცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.