საქართველოს ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, რომელიც გაიმართა 2024 წლის 28 და 29 სექტემბერს საქართველოში, თბილისში, ამირანის კინოთეატრის დიდ დარბაზში, წარმატებით დასრულდა. ღონისძიებამ გააერთიანა კინორეჟისორები, პროდიუსერემბი, საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენლები და მონაწილეები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ხელოვნებისა და მოგზაურობის კავშირით კინოს საშუალებით ზეიმობდნენ. ფესტივალი ტურიზმის კატეგორიებზეა ფოკუსირებული, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტურისტული კინოინდუსტრიის განვითარებაში,რომელსაც არაერთი საერთაშორისო მოდელი გააჩნია. მსგავსი ფესტივალები აქტიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
ფესტივალი აერთიანებს კინორეჟისორებს, პროდიუსერებს, ხელოვანებს, შემოქმედებით ადამიანიბს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას და ამავდროულად ახალი კრეატიული ერთობლივი პროექტების რეალიზებას და დამეგობრებას ქვეყნებსშორის.
.
ფესტივალის ოფიციალური მხარდაჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია, ხოლო გენერალური პარტნიორი- GTI ალიანსი (საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი).
ფეწსტივალის ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის, რათა თავი წარმოეჩინა საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მიმართულებად.
ფესტივალს ესტუმრნენ საპატიო სტუმრები , ჟიურის წევრები და მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ლიტვიდან, მალდდივებიდან, ინდოეთიდან. მათი მონაწილეობა ფესტივალს საერთაშორისო აღიარებას მატებს.
- ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარდა მანუელა მორგენის, ფრანგი რეჟისორის და იური მეჩითოვის, ქართველი ფოტოგრაფის, მასტერკლასები
- ჟიურის წევრებისა და სპეციალური სტუმრების პრეზენტაციები.
- მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 100 ფილმი და ფოტოსერია იყო შემოსული საკონკუსო პროგრამაში, რომლებშიც ქართველმა რეჟისორებმა და ფოტოგრაფებმა განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურეს მათი გამორჩეული ნამუშევრებისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის
ფესტივალი არ იყო მხოლოდ ხელოვნებისა და მოგზაურობის ზეიმი, არამედ გახლდათ მნიშვნელოვანი საფეხური საქართველოს ტურიზმისა და კულტურული განვითარების გზაზე. ამ ღონისძიების მასპინძლობით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მდიდარი კულტურისა და ბუნების სილამაზის გლობალური აღიარებისკენ.
ფესტივალის გამარჯვებულები
ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ინდოეთი, ხორვატია, უკრაინა, თურქეთი, მალდივები, საბერძნეთი და საქართველო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გლობალური მონაწილეების მრავალფეროვნებასა და ნიჭს. განსაკუთრებით ვამაყობთ ქართველი რეჟისორების მიღწევებით, რომლებმაც საერთაშორისო კონკურსში თავი გამოიჩინეს. მათი ნამუშევრები ხაზს უსვამენ საქართველოს მდიდარ შემოქმედებით პოტენციალს.
საქართველოში გამარჯვებულები გახლავთ –
ანა შანშიაშვილი (საქართველო) სერიით „ძველი თბილისის პროფესიები“.
სარეკლამო სააგენტო REDPOINT (საქართველო) სერიით „აირჩიე საქართველო, აირჩიე აჭარა“.
გასტრონომია ლაშა ადამაშვილს სერიით „იმერული გემოები“.
სარეკლამო სააგენტო REDPOINT (საქართველო) – ორი სარეკლამო ფილმით – „შეხვედრების ქალაქი“ და „მევარ ბათუმი!“.ნატალია გაბუნია „იარე ჩვენთან ერთად-„მარტვილი“ და “ოზურგეთი” Camala Production.
ფოტო კატეგორიაში – ეკა დემურია -„Travel Time“. გიორგი ვარსიმაშვილი და მისი მოგზაურობის ფოტოსერია „High Altitude“. თამთა აივაზიშვილი და მისი ფოტოსერია „Through Tamta’s lens“.
ალექს ბოქოლიშვილი და მისი სერია „Everywhere is the beginning“.გიორგი გამგებელი (საქართველო) და მისი ორი მოგზაურობის სერია „ Georgia in my mind“ და „Muslims in Highlands of Georgia“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული და უცხოური ტურიზმის პოპულარიზაციას. ჩვენი ქვეყნის რეგიონების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშთაბით. ფესტივალი საქართველოს უწევს პოპულარიზაციას. ამ ფესტივალის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის, რეგიონების,კუთხეებისა და კულტურის გაცნობა გაზიარება და დაკავშირება ხდება სხვადასხვა ქვეყნებთან.