პრეზიდენტი რადიკალებთან ერთად დეპოშია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლადო მგალობლიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.
„სახელმწიფო მმართველობაში გადაწყვეტილება მიიღება ორ პრიზმაში – კანონიერებითა და მიზანშეწონილობით. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, თავის მიერ მოწყობილ ინოვაციურ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ გასულ წელს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება არ იყო შეცდომა, ასევე ევროპარლამენტში გამოსვლისას დასძენს, რომ 12 პუნქტი სრულდება ნაწილობრივ, არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს ის გაემგზავროს საზღვარგარეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის მიზნით. ვინაიდან, მისი პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ხოლო, კონსტიტუციის შესაბამისად, ის ცალსახად დამოუკიდებლად, მთავრობის გარეშე ვერ გაემგზავრება. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” პირველად განაცხადა, მის მიერ, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის შესახებ, პრეზიდენტმა მატარებლიდან ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, რაც სიმბოლურია. აღნიშნული მატარებლით პრეზიდენტი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, დეპოში შევიდა”, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.