🥈🥉საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამართულ ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPHO 2024). საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
🥈ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლუკა თვალავაძე და თორნიკე ცაძიკიძე, 🥉ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილმა და ცოტნე გიორგაძემ.
🔹 ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი , თანალიდერი – გრიგოლ ფერაძე, ასისტენტი-გიორგი ბახტაძე, დამხმარე პედაგოგი – ზურაბ უგულავა.
🔹 საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.