“საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ – საქართველოში ისრაელის ელჩი

178
spot_img

საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“, ეს არის ბარბაროსული, არაადამიანური ტერორისტული ორგანიზაცია – ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ისრაელს აქვს მოლოდინი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ამ ომში. ბევრმა ქვეყნამ გამოთქვა თავისი ურყევი მხარდაჭერა ებრაელის ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრი ადგილი თბილისში, ბათუმში განათებული იყო ისრაელის დროშის ფერებში. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას. ჩვენი მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განაცხადები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ – ეს არის ბარბაროსული, არაადამიანური ტერორისტული ორგანიზაცია. „ჰამასი“ ზუსტადაც რომ არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომ გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კი საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ეს არის ჩვენი ვალდებულება. თავისთავად ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების – ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე, იმ ბავშვების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ტყვედ ჩაიგდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანადგუროთ ეს ორგანიზაცია!“,- განაცხადა ელჩმა.