“საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია” – იენს სტოლტენბერგი

125
spot_img

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [საქართველოს] შეუძლია ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავინ არ იცის როდის დასრულდება ომი და რუსეთის აგრესიას “შხამიანი ხასიათის” უწოდა, რომელიც “ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.”