საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად – ევროკავშირის ოფისი

6
spot_img

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმადვე, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

„ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“. 2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.