საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს

3
spot_img

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზისხევსა და ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს.

თსუ-სთან აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტექსტო აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც, მათ შორის ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და სოფო ჯაფარიძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს საათში ერთხელ გააკეთებენ.