საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

6
spot_img

საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა.

„ზოგად და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ ძალადობასთან ან სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.