
11 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, კორტოტ ჰოლში, ახალგაზრდა, ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა – ირმა გიგანმა მორიგი წარმატებული კონცერტი გამართა.

როგორც “ჯორჯიან თაიმსისთვის” გახდა ცნობილი, ირმა გიგანმა, კონცერტზე ისეთი ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულა, როგორიცაა: სკრიაბინი, რახმანინოვი, რაველი, შოპენი და სხვა.

ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტი მსმენელებით სავსე დარბაზში ჩატარდა. კონცერტზე დამსწრე საზოგადოების განმარტებით, საღამო სრული ანშლაგით დასრულდა, იყო ძალიან ემოციური და ცრემლიანიც კი.

პიანისტი ირმა გიგანი, საფორტეპინო კონცერტების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
კონცერტის შესახებ დამატებითი ფოტო/ვიდეო მასალა და ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.