“საფრანგეთი აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ახალი ომებისთვის” – ილჰამ ალიევი

127
spot_img

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. აზერბაიჯანული სააგენტოს, „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება“ მონაწილეებისადმი ალიევის მიმართვაში.

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები“ დღესაც გრძელდება.

„საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის“, – მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.