სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულია

88
spot_img

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები: ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022 და 2023 წლებშიც შეძლო.