,,სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ, რეალურად, საკითხებზე არ არსებობს ერთიანი პოზიციები”- თინა ბოკუჩავა

8
spot_img

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ, რეალურად, საკითხებზე არ არსებობს ერთიანი პოზიციები. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა რაღაც ყალბი მოოლოდინებით, არამედ ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი. მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად არ არსებობს ერთიანი პოზიციები. ამიტომ დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა რაღაც ყალბი მოლოდინებით, არამედ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.