სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკი და რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ჩვენს ქვეყანაში, არამედ წევრებად -ირაკლი კირცხალია

6
spot_img

სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკი და რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ჩვენს ქვეყანაში, არამედ წევრებად და პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

კირცხალიას შეფასებით, ევროკავშირსი ელჩი „რეალობას აცდენილ“ განცხადებებს აკეთებს.

„რამდენიმე თვე გავიდა მისი მხრიდან მსგავსი, სრულიად რეალობას აცდენილი განცხადებიდან და გაიმეორა ზუსტად იგივე. ყველას კარგად გვახსოვს ბატონი მინისტრის განცხადება და შემდეგ ჰერჩინსკის განცხადება, რომელიც ემსახურებოდა იმ არასწორი დესტრუქციული აღქმის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რასაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, მოუსმინა. კიდევ ერთი მცდელობა ცრუ, დესტრუქციული და ბინძური ილუზიის და აღქმის დათესვაა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთი და ძალიან ხმაურიანი. სხვათა შორის, ზუსტად იმავე სიტყვების ფორმულირება გვახსოვს ჩვენ რამდენიმე თვის წინ მისგან და სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რაც არის და, პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებაა. სხვას მეტს ვერაფერს დავარქმევ. ეს ხალხი, სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ჩვენს ქვეყანაში, არამედ წევრებად და პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდათ და საზოგადოება ამას კარგად ხედავს. წინასაარჩევნოდ რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებენ ეს ადამიანები, რაც უფრო მეტად ასეთი განცხადებებით შეურაცხყოფას მიაყენებენ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, მით უფრო მკაცრ პასუხს მიიღებენ არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ თითოეულ მომდევნო არჩევნებზე, რომელიც იქნება ჩვენს ქვეყანაში, თუ  ესენი გააგრძელებენ ამ მიდგომას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის განცხადებით, 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ყოველთვიურ საბჭოზე და იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე. მისივე თქმით, სამწუხაროდ, სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირის წევრობას.