
სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში გაემიჯნება საკუთარ პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სენატორი ჯიმ რიში გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით.
„გუშინდელი „ნაცური“ აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს. თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად – „დიფ სთეითის“ ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.
შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.