
ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებიც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში არიან დამნაშავე, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
ე.წ. უწყების განცხადებით, რამდენად „ზუსტად და გამჭვირვალედ“ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, „დრო გვიჩვენებს“.
„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.