პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
„პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება. ეს ფუნქცია მას კონსტიტუციურად განსაზღვრული არ აქვს. პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ასეთი პირდაპირი ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში. თუმცა მმართველი პარტია ამბობს იმას, რომ ისინი გამოიყენებენ სხვა ჩანაწერის ანალოგიას. ამ სხვა ჩანაწერში წერია, რომ თუ პარლამენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი არ მოიწვევს, მაშინ პარლამენტი მაინც შეიკრიბება. ამ ჩანაწერს გაავრცელებენ და პარლამენტი მაინც შეიკრიბება“,- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში „საქმის კურსი“.