იქცევიან ისე, როგორც სანადიროდ გასული ტურა, ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ, როგორც ცხოველები, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა.
უგულავას თქმით, აქციის მონაწილეების გეგმებში არაფერი იცვლება და აღნიშნა, რომ პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული.
„გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და უკანონო, უგუნურებაც არის. ვინც ოდნავ მაინც იცის პროტესტის განვითარების დინამიკა, ერთ ადგილზე დიდი ხანი გაჩერება მაინც არასწორია. ამიტომ აბსოლუტურად არარაციონალური და არაპროპორციული იყო. ჩვენ ვნახეთ ტექნიკის, ადამიანური ძალის აბსოლუტური მობილიზება. იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ, როგორც ცხოველები. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული. პროტესტი ყოველთვის მობილურია. საბოლოო ჯამში, ყველა მაინც პარლამენტთან უნდა მივიდეთ, იქ იქნება რუსული დუმის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოგვაწვებიან, ვივლით. გზა დაილევა ქალაქში, მოედანი თუ როგორ? ამ წუთას დაგვშლიან? ხალხი ემატება. ეს ჩვენს გეგმებში არაფერს შეცლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია. ჩვენს ყველა მეგობარს, აქტივისტს, მინდა, ვთხოვო, რომ მოერიდონ დაჭერას. სამი-ოთხი ადამიანი დააკავეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.