
ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის – “წინააღმდეგობის პლატფორმის” – აღდგენა.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის რესურსს ხედავს.
მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად “ლელო” იყო.
“ბოლო ერთი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე – ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხდით პოლიტპატიმრების მშობლებს, რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხდით პრეზიდენტს და მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ჩვენ საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და გამტკიცებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ის ხედავს რესურსს და პოტენციალს ერთობის აღდგენისათვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.
“მე ვხედავ ამ ერთობის აღდგენის რესურსს, რადგან ქვეყანა არის უფსკრულის პირას. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე თუ რა არის გამარჯვების ფორმულა. სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ ყველამ დაინახოს – სამშობლო არის უპირველესი!”, – განაცხადა ხაზარაძემ.