დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის რომ ის არის გაშიფრული აგენტი, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
„ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი,რომელიც ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას, ყოველ ჯერზე ქართველი ხალხის უპატივცემულობას იჩენს. მისთვის პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, რომელიც აისახება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც კი პარლამენტში შეიკრიბება, მის მიმართ გამოტანილ იმპიჩმენტში.
მართალია სიმბოლური იქნება ეს აქტი, ერთი თვით ადრე მოუწევს მას თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ ამ სიმბოლოებსაც აქვს დიდი დატვირთვა – ამ ადამიანმა ვადა კი არ უნდა ამოწუროს, არამედ სამარცხვინოდ და როგორც მოღალატე,ისე უნდა წავიდეს თავისი პოზიციიდან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.