სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში-ირაკლი კობახიძე

109
spot_img

ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება, რომ პრემიერს ან სურს, ან არ სურს ევროპაში ქვეყნის ინტეგრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო ქვეყნის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში.

„მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლო ახალი პარტია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, განწირულია მარცხისთვის.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო ახალ პარტიასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ასეთი გეგმები არსებობს. ასეთ პოლიტიკურ პარტიას არავითარი ცვლილების შეტანა არ შეუძლია პროცესში. ეს პარტიაც განწირული იქნება ხუთპროცენტიან ბარიერზე ჩავარდნისთვის. გამორიცხულია, ასეთმა პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. ნახეთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, არც ქარიზმა ჰქონდა და უამრავ შეცდომას უშვებდა წინასაარჩევნო განცხადებებში. არ გამოვრიცხავთ, ასეთი გეგმები სადღაც იყოს მოაზრებული“, – განაცხადა კობახიძემ.