“საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა” – ლევან ნატროშვილი

7
spot_img

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, აღიარებს, რომ ევროკავშირის ფულს იყენებდა, რათა აქციის მონაწილეები სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღეჭურვა. ამის შესახებ ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, ლევან ნატროშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: “საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ, ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა”.
შესაბამისად, ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თავადვე აღიარებს, რომ აირწინაღები, რომელიც, როგორც წესი, დემონსტრანტებს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს სჭირდებათ, ევროკავშირის ფულით შეიძინა.

ეს კი, თავის მხრივ აღიარებაა იმისა, რომ აქციები ძალადობრივი ხასიათის იყო და სამართალდამცავები საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის, ვანდალიზმისა და აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად იყენებდნენ კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ISFED-ის ხელმძღვანელის მიერ “ოცდაათამდე აირწინაღის და სათვალის” ყიდვა, ნათლად მიუთითებს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჰქონდათ იმის გათვლა და მოლოდინი, რომ პროცესები სწორედ მსგავსი საპოლიციო საშუალებების გამოყენებამდე მივიდოდა, ხოლო, დემონსტრანტები, თავის მხრივ, არ დაემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნას დაშლის შესახებ და სპეციალური აღჭურვილობით შეიარაღებულები, წინააღმდეგობას გაუწევნდნენ პოლიციელებს.