“საკრალური მსხვერპლი შერჩეულია!”- ლალი მოროშკინა

8
spot_img

“საკრალური მსხვერპლი შერჩეულია!

თუ გავითვალისწინებთ, როგორ გვემუქრებიან დასავლელი “პარტნიორები”, რომ ოცნების დღეები დათვლილია და თვის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და თუ მათ ლოგიკას გავყვებით, შველა საკრალურ მსხვერპლშია. “მრავალრიცხოვან”, საპროტესტო აქციებზე ბავშვისა ან ორსული ქალის “შემთხვევითი” მკვლელობა გამოირიცხა. წამების მსხვერპლი ციხეებში აბსურდის ჟანრიდან არის. დიდი ალბათობაა იმისა, რომ სამიზნე სალომე ზურაბიშვილია!!!

ქვეყნის პრეზიდენტის, თუნდაც ვადაგასულის , მკვლელობა რეზონანსული საქმეა, ეს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც ხელისუფლებამ სააკაშვილს ააცილა ფატალური საფრთხე, რომელიც მისი თანაგუნდელებისგან იგეგმებოდა ( მიშამ ეს ყველაზე კარგად იცის). ქვეყანას, რომელსაც ეროვნული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოცდილება აქვს (ახლა ხომ მაინც ყველასთვის ნათელია რა ძალებმა შეუკვეთეს ეროვნული პრეზიდენტის მკვლელობა), მოდუნების ფუფუნება არ აქვს. შესაბამისად, შესაძლოა მზადდება გამბიტი, როდესაც ეროვნული ხელისუფლების ასაყირავებლად გაიწიროს არაეროვნული პრეზიდენტი . 29 დეკემბრამდე მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს სალომე ზურაბიშვილის დაცვა!

ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!” -წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში