აკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთა.
მიიღებს თუ არა სარჩელს სასამართლო წარმოებაში ჯერჯერობით უცნობია.
საქმე დასათაურებულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი გუშინ ეკა ბესელიამ წარადგინა.