საკმარისი მტკიცებულება არ მაქვს, ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველო სანქცირებას იმსახურებს, ქვეყანაშია „შავი ხვრელი“ და ა.შ. მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რიტორიკის დონეზე ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლელ პარტნიორებთან სიტუაცია არ დალაგდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ეს არდალაგებული სიტუაცია მივა სანქციებამდე, ამას დაედება რაიმე მტკიცებულებები, თუ ეს იქნება კონფლიქტი, რომელიც სანქციების გარეშე იმედგაცრუებას გამოიწვევს, თუ რას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორად არ ვიქცევით, პარტნიორებმა რომც არ დაგვასანქცირონ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.