“სახალისოა ეს კვლევა” – მაჭარაშვილი IRI-ის კვლევაზე

96
spot_img

“სახალისოა ეს კვლევა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% კი – “ნაციონალურ მოძრაობას”.  მაჭარაშვილის თქმით, კვლევაში აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომაა.

“სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად “ნაცმოძრაობის” ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, “ნაცმოძრაობა” იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა” – თქვა მაჭარაშვილმა.