საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი უწყებაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად არიან მიწვეული.
შეხვედრაზე დასასწრებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი, საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონოსა და საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.