საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

23
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ხაზი გაესვა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
განხილულ იქნა საერთო ევროპული ფასეულობები და ხაზი გაესვა, როლს, რომელიც წმინდა საყდარს შეუძლია ითამაშოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის პროცესში წმინდა საყდრის მნიშვნელოვანი როლი. მხარეებმა გამოხატეს სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.