ფეხბურთის ფედერაცია „დინამოს“ ადმინისტრაციას წერილის არასწორი ვერსიის გავრცელებაში ამხელს.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართვასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს „დინამო არენას“ ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული წერილი წარუდგინა, სადაც საუბარია, რომ სტადიონი საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას. შესაბამისად, მისი ტევადობის სრულად ათვისება, შეუძლებელია.
კობიაშვილის განცხადებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ 7 სექტემბრის მატჩი არა „დინამოზე“, არამედ „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება.
ერთ-ერთ მედიაში „დინამო არენას“ წერილის მეორე ვერსია გავრცელდა, სადაც არაფერია ნათქვამი ექსპერტიზასთან დაკავშირებით.