საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლებთ. ნებისმიერ კითხვას პასუხს გავცემთ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც პასუხისმგებლობიან ძალას ევალება ქვეყანაში -არჩილ გორდულაძე

8
spot_img

ჩვენი მხრივ, საგამოძიებო ორგანოებთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ნებისმიერ კითხვას პასუხს გავცემთ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც პასუხისმგებლობიან ძალას, პასუხისმგებლობიან მოქალაქეს ევალება ჩვენს ქვეყანაში და არა ისე, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იქცევიან. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს ჰაერში უშვებენ და შემდეგ არც ამ სიტყვებზე პასუხისგება არ უნდათ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

საქმე ეხება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებს. ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას სწორედ მმართველმა გუნდმა წარუდგინა.