საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი -გურამ მაჭარაშვილი

7
x
spot_img

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ადამიანები მოდიან და ჰყვებიან იმ ისტორიებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე შემზარავია, ეს ეხება წამებას ციხეში, დაპატიმრების პროცესებს, საპატიმროს გარეთ წილების წართმევას და ათასგვარ უბედურებას. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე როინ შავაძის საქმეს და ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის საკითხს განიხილავენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის