
ფარმაცევტული წარმოება მაღალტექნოლოგიური, უკიდურესად კომპლექსური და ინოვაციებით დატვირთული პროცესია. ამავე დროს ის აეროკოსმოსური ინდუსტრიის შემდეგ ყველაზე რეგულირებადი და კონტროლირებადი დარგია, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
საქართველოში არსებობს სწორედ ასეთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული წარმოება, რაც ქვეყნის პრესტიჟს უსვამს ხაზს. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.
კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას. მაგალითად, ქართული ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.
GM PHARMA-ს გუნდი შედგება 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისგან საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს როგორც თავისი თანამშრომლების პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, ასევე ახალგაზრდა თაობისთვისაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს კარიერული წინსვლისთვის.
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან. აღნიშნული მემორანდუმები ემსახურება სტუდენტთა კვალიფიციური განათლების მიღების, მათი პროფესიული ცნობიერების ამაღლების, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ინოვაციების გაცნობას.
გაფორმებული მემორანდუმები მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და GM PHARMA-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ამასთან, მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთა სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის დეტალების შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვარდუაშვილი საუბრობს:
კითხვაზე, რას სთავაზობს GM PHARMA სტუდენტებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ კომპანია GM PHARMA-სთვის პრიორიტეტულია თანამშრომელთა მაღალპროფესიული გუნდის შექმნა და ზოგადად, მუდმივად დიდ რესურსს დებს, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში, ასევე მომავალი თაობის, ახალი თანამშრომლების მოზიდვის, მათი დაინტერესების გაზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიმართულებით.
„GM PHARMA-ს სჭირდება პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლები ხარისხის მენეჯმენტში, საწარმოო პროცესებში, ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში და ინჟინერიაში, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებში და სხვა. კომპანია დაინტერესებულია, რომ მომავალ ფარმაცევტებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, მექანიკოსებს, ინჟინრებს, ელექტრიკოსებსა და ელექტრონიკის სპეციალისტებს მისცეს საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთ სწავლებებსა და პრაქტიკულ სტაჟირებებში, როგორიცაა წამლის შექმნის პროცესი – ლაბორატორიიდან წარმოებამდე, GMP სტანდარტები, საწარმოო პროცესები, ხარისხის მართვა, ტექნიკური და საინჟინრო მომსახურება, ანალიზური განვითარება და წამლის ხარისხის კონტროლი, კლინიკური კვლევები, ბიოეკვივალენტობა და სხვა“, – განმარტა მან.
„გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც ორმხრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული – ერთი მხრივ, სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიისთვის გაიზრდება პროფესიონალი, კვლევა-განვითარებაზე ორიენტირებული კადრების რესურსი. სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები ქმნიან ხარისხიან პროდუქტს. ამიტომ, მსგავს ურთიერთთანამშრომლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვარდუაშვილმა.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია და აღნიშნავს, რომ GM PHARMA არის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი საგანმანათლებლო კერა.
„ზოგადად, კვლევებზე დაკვეთა უნდა ხდებოდეს ინდუსტრიებიდან და აღნიშნული მემორანდუმი ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ძალიან ბევრ სტუდენტს საშუალება მიეცემა, რომ გაიაროს პრაქტიკები, არა მხოლოდ ფარმაციის და ქიმიის სტუდენტებს, ასევე ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის სტუდენტებისთვის იქნება ღია GM PHARMA-ს შესაძლებლობები“, – განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უპირატესობებზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა:
„ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ფარმაცევტული კომპანიისთვის. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაც, რომელსაც GM PHARMA გვთავაზობთ თავის დიდ საწარმოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად არის ის ინოვაცია და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, მზად არის, ახალი სამეცნიერო კვლევები განახორციელოს GM PHARMA-თან ერთად და მივიღოთ ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – ამჯერად კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP სერტიფიკატის მიღებაა, რაც გამოკვეთს კომპანიის ერთგულებას ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისადმი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტერიტორიების ათვისების ხელშეწყობისთვის – GM PHARMA ოპერირების დაწყებას გეგმავს ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის სტრატეგიული ზრდის მიღწევასა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. EU GMP სერტიფიკატის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება არა მხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 25-ე საიუბილეო წელი GM PHARMA-მ მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო – კომპანიამ წარმატებით გაიარა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მორიგი ინსპექცია და უკვე მეორედ მიენიჭა საქართველოს ნაციონალური კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
(R)