„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არაა” – გიორგი ვოლსკი

32
spot_img

ევროდირექტივაა, რომ ასეთი კანონი აუცილებელია, რათა ყველა ქვეყანამ ნეგატიური გავლენისგან დაიცვას თავი, თორემ უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული საქართველოში არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ორგანიზაციებს ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება არ უნდათ, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას მალავენ.

„სისტემა აქვთ შექმნილი, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია დაბლოკონ. რასაკვირველია პლაკატების გამოკვრა აუცილებელია, რომ ხალხმა ზუსტად იცოდეს რა ხდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა გვეუბნება, რომ გამჭვირვალობა საჭირო არაა. სააკაშვილი ამნეზიისგან გათავისუფლდა, მაგრამ ეტყობა ახლა ამათ დაეწყოთ ამნეზია. რატომ ჰგონიათ რომ პლაკატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული? ევროდირექტივაა, რომ ასეთი კანონი აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ ნეგატიური გავლენისგან დაიცვას თავი, თორემ უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული საქართველოში არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს. ამის თაობაზე როცა ინფორმაციის გამოქვეყნება არ უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ არსებობს რაღაც პროგრამები, რომლის დამალვა აუცილებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.