ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ პასუხობს, მოწყვეტილია ხალხს, ის არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ვაშაძე და ხაბეიშვილი მოსახლეობას საწვავის ფასების ზრდის საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ
ვაშაძემ ღონისძიების მსვლელობის დროს მოქალაქეების მხრიდან მოწერილი შეტყობინებები წაიკითხა და მმართველ გუნდს საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით კითხვით კიდევ ერთხელ მიმართა
„5 დღეა ერთ კითხვას ვუსვამთ ირაკლი კობახიძეს – სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50 ლარი?! დარწმუნებული ვარ, ახლა, გვიყურებს პირდაპირ ეთერში ისევე, როგორც მთელი საქართველო და კიდევ ერთხელ განმეორებით ვუსვამ კითხვას – რამდენ ხანს აპირებ დაემალო კითხვას, სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50?! უნდა გამოხვიდე და ამას პასუხი გასცე, როცა გქვია პრემიერ-მინისტრი, როცა გინდა რომ დიდი კაცი იყო ამ ქვეყანაში, ერთხელ მაინც ხომ უნდა გასცე იმ კითხვას პასუხი, რაც საზოგადოებას აწუხებს?! მე მინდა რამდენიმე ჩვენი მოქალაქის მონაწერი წაგიკითხოთ, როცა ფასებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ: ბატონი ზუკა რთველაშვილი, რომელიც „ფეისბუქზე“ მწერს: ნომერ პირველი პრობლემა, ჩემი აზრით, ფასებია საქართველოში, ჩემი მეგობარი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ცოტა ხნით, იქეთ ცხოვრობს მთელი ოჯახით, კარგი ცხოვრება რომ არაა აქ იმიტომ. მაღაზიაში, რომ შევედით სამი-ოთხჯერ დიდი ფასებია. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ამბავში ისაა, რომ ფასები იმატებს და ანაზღაურება იგივე რჩება ქვეყანაში.
იგივე მინდა წაგიკითხოთ დიანა ბირკაიას მონაწერი, სხვათაშორის ლევან ეს ფასები შენ, რომ გამოაქვეყნე ამის შემდგომ მოგვწერა ქალბატონმა და ცოტა გაგვაკრიტიკა. უფრო ნაკლები ღირდა მიშას დროს რძეც, ზეთიც, აქ კიდევ უფრო ძვირი ფასებია. მაგ დროს ვმუშაობდი მოლარედ მარკეტში და ვიცოდი ზეპირად ფასები: სულგუნი ღირდა 7 ლარი, იმერული – 4 ლარი, მაქსიმუმ 5, ზეთი – 1.50, პური – 0.60 თეთრი.
ამ რეალობაში ვცხოვრობდით და ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილს მათი მხარდამჭერის მონაწერიც მინდა ვუთხრა, ყოფილი მხარდამჭერის ალბათ, ვიმედოვნებ. ქეთინო თოთაძე – არ ვარ „ნაცი“,