საბიუჯეტო დახმარება საქართველოს საფრანგეთიდან არასოდეს მიუღია, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო აბსოლუტური სიმართლე – ირაკლი კობახიძე

19
spot_img

შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ელჩს უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე შეაფასა

„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა სრული სიმართლე. ელჩმა თავის განცხადებაში პირდაპირ ახსენა საბიუჯეტო დახმარება, რომელიც საქართველოს საფრანგეთისგან არასოდეს მიუღია. ამის პასუხად რომ არასაბიუჯეტო დახმარებაზე ინფორმაციას აქვეყნებ, ეს არ არის სწორი. საბიუჯეტო დახმარება ხაზგასმით იყო ნახსენები ელჩის განცხადებაში. საბიუჯეტო დახმარება, რომელიც საქართველოს საფრანგეთიდან არასოდეს მიუღია. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო აბსოლუტური სიმართლე“, – აღნიშნა კობახიძემ.

იქამდე საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას“