
ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მიერ სოციალურ ქსელში დღეს განთავსებულ ინფორმაციას, რომელიც საბერიოს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის სახლის შესყიდვას ეხებოდა გარდაცვლილი ბავშვების მამა ვიტალი ჭოლარია, ბერულავას პოსტშივე ეხმაურება:
„ლაშა ბერულავამ დღეს ჩვენს შესახებ გამოაქვეყნა წერილი, ყველას ვთხოვ შეეშვას ჩვენი ტრაგედიის გამოყენებას და ამ უბედურებით პოლიტიკაში გარევას. სახლი, რომლის შეძენაც მოხდა არის ჩვენს მიერ შერჩეული, ჩვენვე შევთავაზეთ ეს სახლი, და რაც შევთავაზეთ დაგვიკმაყოფილა, მადლობა ამ ხალხს გაწეული დიდი დახმარებისთვის, რომელიც მხოლოდ ამ სახლის შეძენა არ იყო. მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩვენი უბედურება გაიზიარა!“ – წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვნების მამა სოციალურ ქსელში.
იქვე ვიტალი ჭოლარია მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩარიცხონ თანხა ლაშა ბერულავას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე:
„არავინ არ ჩარიცხოთ ფული ლაშა ბერულავას ანგარიშზე, ძალიან გთხოვთ. რას ნიშნავს ეს 6 შვილი არ მყავს და სად წავიდე არ ვიცი ვიტანჯებით და კიდევ რაღაცებს რო დებთ ვინ ხართ, რა გინდათ გამაგებინეთ ერთ საათს მოგცემთ ამის აღებისთვის, „ვაფშე“ წაშალეთ ყველაფერი თუ არ წაშლით მერე მასე კარგად არ დავწერ გაიგეთ“ – წერს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანის მამა.
ილია ჭოლარიას კომენტარს მოგვიანებით ლაშა ბერულავა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიერ ორგანიზებული თანხის შეგროვების კამპანიას წყვეტს. აქამდე შეგროვებული თანხა კი დანიშნულების ადგილამდე მივა. ამასთან, იგი ირწმუნება, რომ რაც დაწერა, სიმართლეა და მტკიცებულებების გამოქვეყნებას გააგრძელებს.