“საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს” – რიში სუნაკი

90
spot_img

საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, მასთან კომუნიკაციას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ის ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ოჯახს, მსგავსი რამ შეხებია და მათ იციან, თუ რას ნიშნავს ეს ყველასთვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბუკინგემის სასახლემ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ექიმების რჩევით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჯარო მოვალეობებს დროებით არ შეასრულებს.